Friday, April 1, 2016

რეფლექსია

 დღე - I

გავეცანი  ინტელის ელექტრონულ სახელმძღვანელოს,ვისწავლე სახელმძღვანელოს მოხმარება,საჭირო სხვადასხვა ოპერაციების შესრულება,მონიშვნა,ჩამატება ტექსტში ფერების გამოყენება და ა.შ.შევქმენით პირადი ელექტრონული პორთფოლიო,ბლოგი-პროექტზე დაფუძნებული სწავლება,გავეცანი ელექტრონულ სასწავლო პროექტ გეგმებს,ვიმსჯელეთ პროექტთან დაკავშირებულ სწავლებაზე,სწავლების თანამედროვე მიდგომებზე და მოთხოვნებზე.


დღე - II

შევისწავლე პორთფოლიოს შეფასების რუბრიკა,პროექტის მახასიათებელი ჩეკლისტები,
სტატიის დაგეგმვა,ვიმუშავეთ სტატიის ბროშურაზე,ბროშურის შექმნის მახასიათებლებზე,კითხვების დასმის ტიპებს,მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებს
და ა.შ. დამაინტერესა ბროშურის შექმნის ხელოვნებამ.


დღე-III


დღევანდელი დღე ჩემთვის საინტერესო აღმოჩნდა,თავისუფლად შევძელი ორიენტირება ინტერნეტ სივრცეში,თუმცა ჯერ კიდევ მიჭირს დამოუკიდებლად ორიენტირება.დღეს ვიმსჯელეთ და გავეცანი შეფასების სხვადასხვა მეთოდებც,სიახლე იყო ვიდეო გაკვეთილების პორტალი,რადგან აქამდე არც გამიგია და არც მისარგებლია,


დღე-IV

შევისწავლე ფაილების ატვირთვის ახალი ორი ვარიანტი Google Drive,თუ როგორ მოხვდეს ფაილი დრაივში,შევისწავლე მესამე ვარიანტიც,ასევე საქაღალდის გაზიარება
Google, რედაქტირებით,რის შედეგადაც ჯგუფის წევრებმა გავუზიარეთ ერთმანეთს
ჩვენ-ჩვენი საქაღალდეები,ასევე გავუზიარე ბატონ ირაკლის.ვისწავლე გუგლის ფორმის კითხვარი როგორ შევქმნა და გავაზიარო,შევქმენი კითხვარი და გავუზიარე ჯგუფის წევრებს,მათგანაც მივიღე ანალოგიური,რაც სახალისო და საინტერესო იყო.


დღე-V

შევისწავლე დრაივ დისკიდან ჩემი პორტფოლიოს გაზიარება ზოგადად ყველა ადამიანისათვის,ჩემი ბლოგის მაკეტზე დავამატე გაჯეტი-ჩემი ელექტრონული პორტფოლიო,ტრენინგზე შექმნილი პროექტი,გავეცანი და შევისწავლე ინტერნეტ რესურსების შეფასების ინსტრუქციას,იმ მსალებს რომლებსაც ვებ გვერდზე მოვიძიებ
რამდენად შეიძლება იქნეს გამოყენებული სასწავლო პროცესში-ვისწავლე მათი შერჩევის ხერხები.გავეცანი საიტების შეფასების ინდიკატორებს.გავეცანი ჯგუფის წევრების სასწავლო პროექტის გეგმებს.


დღე-VI

ვიმუშავე სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონში,ვიმუშავე  მოსწავლის ნამუშევრის პრეზენტაციის მომზადებაში პოვერ-პოინტში.გავეცანი დიზაინურ რჩევებს პრეზენტაციის მომზადებაში გამოსაყენებლად.ჯგუფის წევრები დავიყავით ქვეჯგუფებად და ვიმუშავეთ დავალებაზე-შევიმუშავეთ ჯგუფური მუშაობის რუბრიკა,უნარები და ინდიკატორები,გავაკეტეთ პრეზენტაცია,მოვისმინეთ სხვა ჯგუფის პრეზენტაციაც,შევაფასეთ ერთმანეთის ნამუსევარი,მოვისმინეთ ტრენერის მითითებები და შეფასება.


დღე-VII

ტრენინგის მიმდინარეობისას მოვისმინე დავალება შემდეგი ტრენინგისათვის, გასაკეთებელი მაქვს შეფასების რუბრიკა,თუმცა უკვე მაქვს მისი მონახაზი, ჩემი დავალებაა "პრეზენტაციის" მომზადება.მოვისმინე საავტორო უფლებების დაცვის შესახებ რჩევები.ლეგიტიმურობის ფაქტორები,გავეცანი ელექტრონულ სახელნძღვანელოში რესურსებში და შემდეგ საავტორო უფლებებში გამოყენებული ლიტერატურის მარტივ სიას.გადავიტანე ჩემს საქაღალდეში და შევავსე,შევიტანე ის მისამართები,რომლებზეც მოვიძიე ფოტოები და ინფორმაციები.ვისწავლე სლაიდების მუსიკალური გაფორმება.


დღე-VIII

მოვისმინე და ვისწავლე სლაიდების გამოყენება და შექმნა საჭიროებებისამებრ,როგორც
ჩემთვის ასევე მოსწავლეებისათვის,თუ როგორ ვასწავლო მოსწავლეებს მისი შექმნა და
გაფორმება,ვისწავლე სლაიდების გაფორმება ფიგურებით,ფერებით,მუსიკით და ვიდეოთი,თუ როგორ ავტვირთო ვიდეო ინტერნეტიდან და ჩავსვა.ვისწავლე დიაგრამების აგება და ჩასმა,გავაკეთე ვენის დიაგრამა და თანაკვეთაში გავაკეთე გამჭვირვალობა.მოვისმინე ვიდეო ინსტრუქცია მოსწავლეთათვის როგორ ააგონ დიაგრამა.ავაგე სამგანზომილებიანი,წრიული,გრაფიკული და სვეტოვანი დიაგრამები.
დღე-IX ვისწავლე კალამეოში ატვირთვა ნამუშევრების და შემდეგ ბლოგზე გამოქვეყნება,გავაკეთე პრეზენტაცია და მეც მოვისმინე სხვათა პრეზენტაცია თუმცა დენი წავიდა და ბოლომდე ვერ მოვისმინე ყველას პრეზენტაცია,მადლობას ვუხდი ბატონ ირაკლის ჩვენთვის ტრენინგის ჩატარებისათვის,რაც ჩემთვის საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა,ასევე ჩვენი ჯგუფის ყველა წევრს თანამშრომლობისათვის და ა.შ. აი დენიც მოვიდა და ჩვენ ვაგრძელებთ პრეზენტაციებს.